დუგლაძეების ღვინის კომპანია


დუგლაძეების ღვინის კომპანია


„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში  დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში. თამამი ექსპერიმენტების და დიმიტრი დუგლაძის მიერ დაწყებული საქმის ერთგულებამ  „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება შეაძლებინა.

კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონებში. გარდა ამისა, კომპანია ქართველი გლეხებისგან წელიწადში 2000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ყურძენს იძენს, რომელიც გადის მკაცრ შერჩევას ხარისხისა და ჯიშობრივი სიწმინდის ნიშნით.

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანა – დანადგარებით როგორებიცაა “Della Toffola”, “Krones”, “Cavagninno & Gatti”, “Seitz Enzinger Noll”. კომპანიას წარმადობა საათში 15000 ბოთლს შეადგენს. საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორია, ყველა საჭირო ფიზიკური და ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზის ჩატარებისთვის. საწარმო სერტიფიცირებულია ISO22000-ის მიხედვით TÜV SÜD-ის მიერ.