ვარდისფერი


ვარდისფერი


ვარდისფერი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის სადესერტო ყურძენს. არის ტრანსპორტაბელური, ინახება.  სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ – აქედან ჭრაქის მიმართ გამძლეობა საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ – საშუალოზე მაღალი. საკოლექციო ჯიშია.