თავკვერი დიდმარცვალა


თავკვერი დიდმარცვალა


თავკვერი დიდმარცვალა ადგილობრივი ვაზის ჯიშია კახეთიდან. იგი იძლეოდა წითელ, ე.წ. ორდინალურ სუფრის ღვინოს. ღვინო  მცირესხეულიანია, მსუბუქი. სოკოვანი დაავადებების მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, მათ შორის ნაცრის მიმართ გამძლეობა საშუალოზე სუსტია, ჭრაქის მიმართ კი -საშუალო. საკოლექციო ჯიში.