სხილთაუბანი


სხილთაუბანი


სხილათუბანი ძველ დროიდანვე ცნობილი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად განსაკუთრებით აღმოსავლეთ გურიის რაიონებში, რომლის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8%) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით.

საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით.