სიმონასეული


სიმონასეული


სიმონასეული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან; იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც აქვს  ინტენსიური შეფერვა, საშუალო სხეული, ჰარმონიული გემო და ჯიშური არომატი. კახურ წითელყურძნიან ჯიშებს შორის სიმონასეულის ღვინოს საფერავის შემდეგ ხარისხით პირველი ადგილი უკავია. ის საშუალოზე უკეთ უძლებს ჭრაქს და ნაცარს, ასევე ზამთრის ყინვას. საკოლექციო ჯიში.