საფერავი ბუდეშურისებური


საფერავი ბუდეშურისებური


საფერავი ბუდეშურისებური ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, სინონიმებია: საფერავი ბუდეშური, გრძელმარცვალა საფერავი. მისგან იწარმოება მაღალხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. სავარაუდოდ საფერავი ბუდეშურისებური წარმოადგენს საფერავის ჯიშის ერთ-ერთ ვარიაციას. საფერავისაგან განსხვავებით, მარცვალი უფრო მოგრძო აქვს და ადრე მწიფდება. ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. შედარებით გამძლეა ზამთრის ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ. მცირედ გავრცელებული ჯიში.