საკმეველა


საკმეველა


საკმეველა ყურძენი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გურიიდან. მისგან იწარმოება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის საკმეველა მნიშვნელოვანი ჯიშია. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ვაზი ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.