მხარგრძელი


მხარგრძელი


მხარგრძელი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, მისგან მზადდება ევროპული ტიპის  სუფრის მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერით, სუსტი ჯიშური არომატითა და ნაზი გემოთი. გამოირჩევა სოკოვანი დაავადებებისა და გარემო პირობების მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით. ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ნაცრის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოზე დაბალია. ჯიში უძლებს ყურძნის ჭიას, ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა, რქაწითელთან შედარებით, დაბალია. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.