იყალთოს წითელი


იყალთოს წითელი


იყალთოს წითელი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ კახეთიდან, მისგან წარმოებული მშრალი წითელი სასუფრე ღვინო შუალედური ხარისხისაა, ამიტომ მიზანშეწონილია მისი გამოყენება კუპაჟისათვის. საშუალო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშია. რქის მომწიფება -კარგი. ზრდის სიძლიერე – საშუალო. ჭრაქის მიმართ შედარებით გამძლეა, ნაცრის მიმართ შედარებით მგრძნობიარეა. ერთეული ძირების სახით არსებობდა თელავისა და ახმეტის ვენახებში. საკოლექციო ჯიში.