ალადასტური


ალადასტური


გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხვმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ახასიათებს ძლიერი ზრდა და მცირე მოსავლიანობა. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლოს. შედარებით ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. საკოლექციო ჯიში.