მესხური შავი




სამცხე-ჯავახეთი


მესხეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით მას იმერეთი და ქართლი ესაზღვრება, სამხრეთით – თურქეთი, დასავლეთით – აჭარა-გურია. მევენახეობის რეგიონი მოიცავს ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტრადიციულად ტერასული ვენახები ძირითადად გაშენებული იყო მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში, ფერდობებზე.

სამხრეთ საქართველოს რეგიონები ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული და ერთ-ერთი ყველაზე არქაული კერაა. აქ ღვინის კულტურასთან დაკავშირებული არაერთი ძეგლია შემონახული, მარნები, ნავენახარები, ასწლოვანი ვაზები და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ მხარეს ათასწლეულების მანძილზე განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში. ამაზე  ისიც მეტყველებს, რომ ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა, სწორედ მესხური წარმოშობისა იყოს უძველესი ქართული ჯიშები: საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც საფერავი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, კოლხეთის კერიდან უნდა იყოს წარმოშობილი და სწორედ სამხრეთ საქართველო უნდა ყიფილიყო ის კულტურული სივრცე, საიდანაც ეს ჯიში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელდა.

მესხეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება, ანუ 900 მეტრი მესხეთში ქვედა ზღვარია.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

მესხური შავი

მესხური საფერე