სამეგრელო-ზემო სვანეთი




სამეგრელო-ზემო სვანეთი


სამეგრელო ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი არქაული და ძალზე საინტერესო კერაა. რეგიონი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ჩრდილოეთიდან მას სვანეთი და აფხაზეთი ესაზღვრება, სამხრეთით – გურია, მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ზუგდიდის რაიონებს. ვენახები ძირითადად მთისწინა ზონებშია გაშენებული ტეხურის, აბაშის, ენგურის, ხობისწყლის, ცხენისწყლის და სხვა მდინარეების ხეობებში.

სამეგრელო. ისევე როგორც გურია, მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით ძალიან განხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებისგან. აქაც, ისევე როგორც გურიასა და აჭარაში, XX საუკუნემდე ვაზი თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშვებული, ძირითადად ხეებზე. სამეგრელოს დაბლობი ზონა არ იძლევა ხარისხიან ყურძენს. საუკეთესო ღვინო დგება მთისწინებში, მდინარე აბაშისა და ტეხურის ხეობაში მოწეული ყურძნისაგან. ტენიანობის მიუხედავად, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანების მქონე ფერდობებზე გაშენებული ვენახები შესანიშნავ ღვინოს იძლევა.

ოჯალეში სამეგრელოს მთავარი ჯიშია. აქ რთველი ძალიან გვიან ტარდება და ეს ყურძენი, როგორც წესი, ნოემბერში, ხანდახან კი დეკემბერ-იანვარშიც იკრიფება. მეღვინეობა აქ ძალზე მრავალფეროვანია. ღვინის დაყენების ზოგიერთი ხერხი კი თავისი უნიკალურობით ანტიკური ღვინოების საყენების ხერხებსაც მოგვაგონებს. სრულიად განსხვავებულია ჭურის დაფვლის გურული ან მეგრული წესებიც, განსხვავებულია ხელსაწყოები და სხვ.

საუკეთესო ოჯალეში სალხინოსა და თამაკონის ზონაში იკრიფება. ოჯალეშის საკმაოდ დიდი ვენახებია გაშენებული სოფ. ბანძის ტერიტორიაზეც. ამპელოგრაფიულ ლიტერატურაში საუკეთესო ზონად იყო აღიარებული ასევე ძველი სენაკისა და ფოცხო-უშაფათის ნაკვეთები, სადაც ისტორიულად გავრცელებული იყო ადგილობრივი ჯიში ჭვიტილური და მისგან მაღალი ხარისხის თეთრ ღვინოს აყენებდნენ.

საქართველოს მასშტაბით, სამეგრელო მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ კულტურულ კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ ვიცით. ასევე ხშირად აღწერდნენ აქაურ ღვინის კულტურას ევროპელი მოგზაურებიც. გარდა ამისა, სამეგრელოში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ძალიან მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა არსებობს.

წითელი საღვინე ჯიში ოჯალეში მეგრული მევენახეობა-მეღვინეობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა ყველაზე დრაოდენობით რეგიონში ცოლიკოურია გავრცელებული. ძირითადი მეგრული ჯიშებია: ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, პანეში, ჩერგვალი, ჩეში და სხვ.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ოჯალეში

ახარდანი

ჭვიტილური