მცხეთა-მთიანეთი




მცხეთა-მთიანეთი


მცხეთა-მთიანეთი ერთ-ერთი უმშვენიერესი და მრავალფეროვანი მხარეა. ჩრდილოეთით  ის ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს: ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს,  აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონს, სამხრეთით – ქვემო ქართლს, ხოლო დასავლეთით კი შიდა ქართლს.  ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით რეგიონი მოიცავს შემდეგ პროვინციებს: ხევი, ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ნაწილობრივ, ქსნისხევი.

მხარის მშვენებაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 მ-ის და 5000 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობა ტბებით და ალპური ველ-მინდვრები. განსაკუთრებით ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი, რომელიც ციცაბო ფერდობებით ეშვება არაგვის ვაკეზე და არაჩვეულებრივ პეიზაჟს ქმნის. საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს განუმეორებელი სილამაზის ჯვრის უღელტეხილი, რომელიც ერთ-ერთია კავკასიონის ქედზე არსებული  რამდენიმე უღელტეხილიდან.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ბუდეშური წითელი