კახეთი




კახეთი


კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. კახეთში მდებარეობს საქართველოს ვენახების მთლიანი ფართობის 65% და სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის 80% კახეთზე მოდის. იგი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი ესაზღვრება, დასავლეთიდან  – ქართლის ქედი, სამხრეთიდან – გარეჯის მაღლობი და შირაქის ზეგანი, აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანის დაბლობი. მოიცავს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგიდეხის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს. ვენახები ძირითადად ალაზნის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზეა გაშენებული, ცივ-გომბორის ქედის ფერდობებზე და კავკასიონის მთისძირებში, ასევე გარეკახეთის დაბლობზე, ივრის ხეობასა და ცივ-გომბორის ქედის ფერდობებზე.

კახეთში ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 250-800 მეტრის სიმაღლეზე (ძირითადად 400-600 მეტრის სიმაღლეზე). მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით კახეთი შეიძლება დაიყოს 4 ნაწილად:

  1. ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირი სოფელი მატნიდან კარდენახის ჩათვლით;
  2. ალაზნის ველის მარჯვენა ნაპირი, ქიზიყი – ანაგიდან დედოფლისწყაროს ჩათვლით;
  3. ალაზნის ველის მარცხენა ნაპირი, პანკისიდან – ლაგოდეხამდე;
  4. ივრის ველი, გარეკახეთი – სართიჭალიდან ჩალაუბნის ჩათვლით;

კახეთში მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მზადდება. კახური ტექნოლოგია გულისხმობს ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციას. ქვევრის ღვინოს აყენებენ კახეთის მთელ ტერიტორიაზე, ოთხივე ქვერეგიონში. ძალიან მნიშნელოვანია, რომ 2013 წლის დეკემბერში ქვევრში ღვინის საყენების უძველესი ქართული მეთოდი UNESCO-მ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობის ნუსხაში შეიყვანა. ქვევრი უპირატესად ტექნოლოგიურ პროცესში, დუღილის სტადიაში და პირველ ექვს თვეს ჭაჭაზე და ლექზე დავარგების პროცესში მონაწილეობს, თუმცა იგი შესანიშნავი ჭურჭელია ღვინის შესანახადაც.

კახეთი საქართველოს ყველაზე დიდი ადგილწარმოშობის დასახელებაა და მდებარეობს მდინარეების – ალაზნისა და ივრის აუზში, მოიცავს შიდა კახეთსა და გარე კახეთს – დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს რაიონებს. მოიცავს 11.300 კვ.კმ-ზე გაშენებულ ვენახებს. ძირითადი ჯიშებია რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებაში ნებადართულია რქაწითელისა და მწვანე კახურის გამოყენება. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: კახეთი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კოტეხი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი, წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ქინძარაული, ყვარელი.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ჯაჭვაძისეული

სიმონასეული

საფერავი

საფერავი ბუდეშურისებური

ჟღია

კუმსი შავი

იყალთოს წითელი

თავკვერი დიდმარცვალა

ვარდისფერი

გაბაშა

ბუდეშური წითელი

ხიხვი

ჭროღა

წნორის თეთრი

ძაღლიარჭამა

მხარგრძელი ყვითელი

ქისი

სირგულა

საფენა

რქაწითელი

მხარგრძელი

მირზანული თეთრი

კურკენა

კუმსი თეთრი

მწვანე კახური

მცვივანი კახური

ინგილოური

ზაქათალის თეთრი

გრძელმტევანა

ბეგლარის ყურძენი

ჩიტისთვალა