ძელშავი




იმერეთი


იმერეთი ქვეყნის ერთ-ერთი მრავალფეროვანი ღვინის რეგიონია. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. მას აღმოსავლეთით ლიხის ქედი ესაზღვრება, დასავლეთით – კოლხეთის დაბლობი, ჩრდილოეთით – რაჭა-ლეჩხუმი, სამხრეთით – მესხეთის ქედი. მოიცავს საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებს. ვენახები ძირითადად მდინარე რიონისა და მისი შენაკადების – ჩხერიმელის, ძირულის, ყვირილის, ხანისწყლის, ცხენისწყლის, სულორისა და მათი შენაკადების ხეობებშია გაშენებული.

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ღვინის რეგიონია. კახეთთან ერთად იმერეთი, რაოდენობითაც და ხარისხითაც, მნიშნელოვნად განსაზღვრავს ქართული ღვინის სტილს. იმერული ღვინოებს ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში ახსენებდნენ ქართველი ისტორიკოსები, ამ პერიოდშია მოხსენიებული ყველაზე ცნობილი იმერული ადგილწარმოშობის ღვინო, სვირი, რომელსაც მაშინდელი ისტორიკოსი განსაკუთრებით აქებს.

იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა. მისი ტერიტორიის 70% მთაგორიანია. კლიმატური პირობებიც და ნიადაგის შემადგენლობაც სულ სხვადასხვაა და ამიტომაც ღვინო ყველგან სხვადასხვანაირია. იმერეთში ყველაზე გავრცელებული ღვინოა ციცქა-ცოლიკოური. ერთად ჩაწურული ეს ორი ჯიში ხშირად ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. თეთრი ღვინოებიდან ასევე გამოირჩევა კრახუნა და იზრდება ოცხანური საფერესგან დაწურული წითელი ღვინოების რაოდენობაც.

ტრადიციულად აქაც, ისევე როგორც სხვაგან დასავლეთ საქართველოში, ღვინოს ჭურში (ქვევრში) აყენებენ და იგი ღია ცის ქვეშაა დაფული. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან, აქ ჭაჭას ნაკლები რაოდენობით უმატებენ ტკბილს. ყველაზე მიღებული დოზაა 100 ლიტრ ყურძნის წვენზე 3 კილოგრამი ჭაჭის დამატება, წითელი ღვინის დაყენების შემთხვევაში კი ჩვეულებრივად, ტკბილის დადუღება სრულ ჭაჭაზე მიმდინარეობს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვენახის გაშენების კლასიკური ტიპი, ე.წ. ვერტიკალური შპალერი, თუმცა ხშირად ვხვდებით ტრადიციულ იმერულ, ხარდანზე გაშვებულ ვაზსაც.

იმერეთი, ქართლთან ერთად, ცქრიალა ღვინის უმნიშნელოვანესი რეგიონია. ადგილობრივი ჯიში ციცქა სპეციალისტების მიერ ცქრიალა ღვინისთვის საუკეთესო ქართულ ჯიშადაა აღიარებული. იმერეთში იწარმოება ერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, სვირი.

იმერეთში ძირითადად შემდეგი ჯიშებია გავრცელებული: თეთრყურძნიანებიდან – ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, კაპისტონი, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, თქლაფა. წითელყურძნიანებიდან კი – ოცხანური საფერე, ძელშავი, არგვეთული საფერე (შავი), რკო, მგალობლიშვილი, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ალადასტური.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ძელშავი

ქველოური

რკო შავი

ოცხანური საფერე

მურადოული

კამური შავი

ენდელაძისეული

ადანასური

ცოლიკოური

ციცქა

ჩხიკოურა

ფითრა

რკო თეთრი

კრახუნა

დონდღლაბი თეთრი

გომის თეთრი

ბაზალეთური