აფხაზეთი




აფხაზეთი


აფხაზეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან საზღვრავს საკმაოდ დიდი სიმაღლის მთავარი კავკასიონის ქედი, რომელიც მას იცავს კონტინენტური კლიმატისგან. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება სამეგრელო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით შავი ზღვა. აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა და დასერილია მდინარეებითა და მათი შენაკადებით. შავი ზღვის სიახლოვის გამო აფხაზეთში კლიმატი რბილია, სუბტროპიკულია, მაგრამ ტერიტორიის რელიეფის თავისებურების გამო ამ მხარეშია კლიმატის ყველა გარდამავალი საფეხური სუბტროპიკულიდან – ალპურ ზონამდე. ზღვის სანაპირო ზოლი ანუ აფხაზეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ნალექების დიდი რაოდენობისა და გრუნტის წყლის სიახლოვის გამო მევენახეობისათვის გამოუსადეგარია. ვენახები უმთავრესად გავრცელებულია მაღლობ ადგილებში. ვაზის კულტურის წარმოება აქ შეიძლება 1000 მეტრის სიმაღლემდე ზღვის დონიდან, მაგრამ უფრო კარგად ის გრძნობს თავს 400-დან 800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ამ ზონაში მევენახეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი ტემპერატურული პირობებია, ნიადაგები ალუვიური და თიხნარია და ზოგან ჩონჩხიანი და კარბონატების შემცველობით.

ადგილობრივი ჯიშებია: აბააჟიჟი, აბაბლოჟა, აბისტაჟი, აბსუაჟი, ატოშკური, აგრიჟი, ადზნიჟი, ავარისცხვა, ათასარაკვა, ეთერქუჟი, აკუბაჟგარი და სხვა.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ახარდანი

ალადასტური