აჭარა




აჭარა


აჭარა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით მას გურია-აჭარის ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთით – თურქეთი და დასავლეთით – შავი ზღვა. მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. ვენახები ძირითადად მთისწინა ზონებში და მდინარეების – ჭოროხის, აჭარისწყლისა და მისი შენაკადების, ჩაქვისწყლის, კინტრიშისა და სხვ. ხეობებშია გაშენებული.

აჭარა სუბტროპიკული ზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვინის რეგიონია საქართველოში. აქ უკანასკნელი წლების მანძილზე აშკარად იგრძნობა მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება. აჭარაში უკვე აქტიურად მისდევენ მეღვინეობას, ცდილობენ აღადგინონ ძველი ჯიშები, გარდა ამისა, საქართველოს სხვა კუთხეებიდან შეტანილ ჯიშებსაც ახარებენ.

ყველაზე მეტად აჭარის რეგიონში ცოლიკოურის ჯიშის ყურძენია გავრცელებული, ასევე გურული ჯიში ჩხავერი, რომლისგანაც შესანიშნავ ღვინოს აყენებენ აჭარლები, ხარისხითაც და რაოდენობითაც არანაკლების, ვიდრე გურიაში. მცირედი ნარგავების სახით ასევე გავრცელებულია საწურიც. აჭარაში, ისევე, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, ხშირად ვხვდებით ჰიბრიდულ ჯიშებსაც. დაბლარის მოყვანა მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს. მაღლარებს და ოლიხნარებს ახლაც ხშირად შეხვდებით მთიან აჭარაში, სადაც მევენახეობის ყველაზე მაღალი სოფელი შეიძლება ზღვის დონიდან 1200 მეტრზე იყოს გაშენებული. მაღალმთიან სოფლებში სასურველია საადრეო ჯიშების გაშენება, რომლებიც უფრო კარგად ასწრებს დამწიფებას, ვიდრე საგვიანო ჩხავერი და ცოლიკოური.

ყველაზე მეტად გავრცელებულია ცილოკოური და ჩხავერი, ადგილობრივი ჯიშებია: ბროლა, ხოფათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბურძღალა, კვირისთავა, სხალთაური, შავშურა, ჭოდი, ჯავახეთურია, ჯინეში, საწური, ბათომურა.

გურია


გურია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

საკუთრივ გურია შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, გურია, ანუ ლიხსიქითა მხარე.

გურია იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. გურიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.












თეთრი

წითელი

ჭოდი

ღვანურა

ქორქაულა

ტაგიძურა

ბათომურა