2021


რეგისტრაცია

მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქ.12, 0108 თბილისი, საქართველო

+995 32 2505457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წლის ივლისში, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეხუთედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი:

მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური ნაშთი 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
  • ღვინის დასახელება
  • ჩამოსხმის წელი
  • ყურძნის ჯიში/ჯიშები
  • რეგიონი/ქვეყანა
  • მოცულობა

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
  • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge 2021 წლის 2 ივლისამდე.

ნიმუშების მიღება:

პერიოდი: 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით; 13:00 -დან 17:00 საათამდე; შაბათ-კვირის გარდა,

მის: ასოციაცია „ ქართული ღვინოს“ ოფისი– მთაწმინდის ქ. 12, 0108, თბილისი.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2021 წლის 2 ივლისი.

*ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი: “ ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

*გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.


ჟიურის წევრები


პარტნიორები

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

სიახლეები