2020


მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქუჩა 12, 0108, თბილისი

+995 32 2 505 457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2020 წლის 9 და 10 ივლისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი:

მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

• ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით; • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; • წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

o მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება o ღვინის დასახელება o ჩამოსხმის წელი o ყურძნის ჯიში o რეგიონი/ქვეყანა o მოცულობა ნიმუშების წარდგენა:

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

• წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge 2020 წლის 24 ივნისამდე.

ნიმუშების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

თბილისი: 15-17 და 29-30 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; ასოციაცია „ ქართული ღვინო“ – მთაწმინდის ქ. 12, 0108.

წინანდალი: 22-24 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; სოფელი წინანდალი, წინანდალი, 2217.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 24 ივნისი.

ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“ მიმღები ბანკი: “ ს.ს. „ თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006 დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.


ჟიურის წევრები

გიორგი დაქიშვილი

ვლადიმერ კუბლაშვილი

ქეთევან ჯურხაძე

მეგი ტოგონიძე

ქეთევან ალადაშვილი

დავით ჩიჩუა

ლევან მეხუზლა

ზურა ახალმოსულიშილი

მიშა მესხი

გიორგი სოლომნიშვილი

ირმა ჭანტურია

კახა ჭოტიაშვილი


პარტნიორები

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

სიახლეები

საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეოთხედ ჩატარდა

10/07/2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადას სხვა ქვეყანაში ონლაინდეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. „წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ. გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება. „კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. https://imedinews.ge/ge/ekonomika/152909/saqartveloshi-qvevris-gvinis-saertashoriso-konkursi-meotkhed-chatarda?fbclid=IwAR30noIrRFPKYKHtXD-rpQbFPONdgcdBqlMZsBVQY90gjYf5NPPMWPvgls0
სრულად

საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

10/07/2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადას სხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს” ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. „წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ. გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება. „კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა. ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. https://commersant.ge/ge/post/saertashoriso-rangis-qartveli-eqspertebi-ertxmad-agiareben-rom-qvevris-gvinis-xarisxi-yovelwliurad-umdjobesdeba?fbclid=IwAR0pQB8Zve5xWXV3PtjJtgtU_rBbyZRDsWBMz54RyElziEmDF8A_ndO7dEw
სრულად