2017


მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქუჩა 12, 0108 თბილისი, საქართველო

+995 32 2 505 457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2017 წლის 2-3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში პირველი ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის მიზანს მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელის შეწყობა წარმოადგენდა.

ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.

მას შემდეგ კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებულია და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.

 


ჟიურის წევრები

გიორგი დაქიშვილი

  • ჟიურის თავმჯდომარე

დავით ჩიჩუა

ქეთევან ჯურხაძე

გიორგი სამანიშვილი

ლიზა გრანიკი


პარტნიორები

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

სიახლეები

იყალთოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

01/08/2017

იყალთოში, 3 სექტემბერს ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქართული და უცხოური ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა. ღონისძიება ასოციაცია „ქარ რთული ღვინის“ ინიციატივით, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, მევენახე, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ასოციაცია „ქართულ ღვინოში“ ნიმუშები შემდეგი წესების დაცვით უნდა წარადგინოს: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული; ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; წარდგენილი ღვინის რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა. წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (0.75 ლ ბოთლი). ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი. საკონკურსო ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადა 25 აგვისტოა. საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. კონკურსის გამარჯვებულს ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა. ადგილობრივ და საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვებული საუკეთესო ღვინოები წარდგენილი იქნება ქვერის ღვინის მასტერ-კლასზე, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციების ცენტრში 17 სექტემბერს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მეოთხედ უმასპინძლებს.
სრულად

მეორე სიახლე

30/08/2018