2018


რეგისტრაცია

მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქუჩა 12, 0108 თბილისი, საქართველო

+995 32 2 505 457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2018 წლის 3 და 4 მაისს, საქართველოში, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.

ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, 70 კომპანიის 200-მდე ნიმუში გასინჯა და შეაფასა.

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა  წარმოადგენს.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა.  პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.


ჟიურის წევრები

გიორგი დაქიშვილი

  • ჟიურის თავმჯდომარე

ფილიპ ლესპი

ლიზა გრანიკი

დავით ჩიჩუა

ქეთევან ჯურხაძე


პარტნიორები

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

სიახლეები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

02/07/2018

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 28 ივნისს, ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 2018 წლის გამარჯვებულ 40 კომპანიას და ღვინი ის 80 ნიმუშს ოქროს და ვერცხლის დიპლომები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა და ასოციაცია „ ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა თინა კეზელმა გახსნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ღვინის სექტორის წარმომადგენლები და კონკურსში მონაწილე ყველა კომპანია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი ბატონი ლუკას ბეგლინგერი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულ კომპანიებს და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს!
სრულად