ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2019


ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2019


2019 წლის 27-29 ოქტომბერს, ქალაქ ბოსტონში, აშშ “ქართული ღვინის ფორუმი“ მეორედ გაიმართა. 28 ოქტომბერს, კემბრიჯში, აშშ, კერძოდ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ღონისძიებათა მართვის ოფისში (კლუბში) , ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული ღვინის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია რომ ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ჩატარდა. ქართველი და უცხოელი ღვინის სექტორის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას დაესწო ყველასათვის ცნობილი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი და ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ბოსტონში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული, ოქროს მედალოსანი ღვინოები გაიგზავნა. 29 ოქტომბერს კი მოცემული ღვინოების დეგუსტაცია ქალაქ ბოსტონში ფართო აუდიტორიისთვის გაიმართა. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით მაღრაძე. ფორუმის სამდღიანი პროგრამა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“ მოიცავდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ასოციაცია “ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭო.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია