პუბლიკაციები


იანვარი 31, 2019

ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი

2017 წლის 3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები და სომელიეები. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდაჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის თქმით, სიმპოზიუმი მნიშვნელოვანია მეღვინე-მეწარმეებისათვის და მათი საქმის პოპულარიზაციისთვის. <p style="text...