საქართველო ღვინის სამშობლო


საქართველო ღვინის სამშობლო


ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა 15 მარტს იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნა.

გამოფენის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურის წარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. პროექტში იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უახლესი ტექნოლოგიის – Warpqsuare-ის გამოყენებით ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლება, რაც დამთვალიერებელს ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

ქართული ღვინისა და კულტურისადმი მიძღვნილი უნიკალური ექსპოზიციის დათვალიერება, 7 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
მოცემული პროექტი “ასოციაცია ქართული ღვინო”-ს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

პირველად გამოფენა “საქართველო ღვინის სამშობლო” 2016 წელს, საფრანგეთში ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა.

https://georgia-homelandofwine.com