რეგიონები






რეგიონები

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, დიდი კავკასიონის მთის სისტემის შუა და დასავლეთ ნაწილში, შავი და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა ზემოქმედება განსაზღვრავს საქართველოს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას და საუკეთესო გარემოს ქმნის მევენახეობა-მეღვინეობისთვის. საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველეს კერა, ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონაა მსოფლიოში, რასაც ადასტურებს-ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი, სხვადასხვა ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, და ფილოლოგიური გამოკვლევები.
დღეს საქართველოში მეღვინეობის რვა რეგიონში 530-ზე მეტი ჯიშის არსებობაა დადასტურებული. მათგან 425-ზე მეტი ჯიში დღემდეა შემორჩენილი, დანარჩენი კი მოძიების პროცესშია.

მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებულ თავისებურებათა საფუძველზე ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად არის დაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.

აღმოსავლეთ საქართველო დაქანებულია კასპიის ზღვისაკენ და ხასიათდება ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით. დასავლეთ საქართველო მოქცეულია შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატით.