ქართული ღვინისა და კულინარიის საღამო სან-ფრანცისკოში


ქართული ღვინისა და კულინარიის საღამო სან-ფრანცისკოში


21 ოქტომბერს ამერიკის კულინარიის ინსტიტუტში The CIA at Copia USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით The USAID Agriculture Program, ასოციაცია ქართული ღვინოს ორგანიზებით და საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით გაიმართა ღონისძიება: “Georgian Wine and Food tour”, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის ხელშეწყობა ამერიკის ბაზარზე.
ღონისძების ფარგლებში ცნობილმა ღვინის მწერალმა, განმანათლებელმა და კრიტიკოსმა პოლ ვაგნერმა (https://www.paulwagnerwine.com/) ჩაატარა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალებში გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას და კულტურას, მის მრავალფეროვნებას, ტრადიციასა და უნიკალურ თვისებებს და განვითარების პერსპექტივას.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის რეგიონალურ და ჯიშურ მრავალფეროვნებას. შეფ მზარეულის – გურამ ბაღდოშვილის Guram Baghdoshvili მიერ მომზადებულმა კერძებმა კი საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული კულინარია და ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება.