ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი


მოგვწერეთ

საკონტაქტო ინფორმაცია

მთაწმინდის ქუჩა 12, 0108, თბილისი

+995 32 2 505 457

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი:

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისი, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი:

  • მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური);
  • ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა;
  • სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს:  ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით;
  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
    • ღვინის დასახელება
    • ჩამოსხმის წელი
    • ყურძნის ჯიში
    • რეგიონი/ქვეყანა
    • მოცულობა

ნიმუშების წარდგენა:

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
  • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge  2019 წლის 14 ივნისამდე.

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია „ ქართული ღვინო“-ს  მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 -დან  17:00 საათამდე.  საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 14 ივნისი.

ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გადაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი:  TBCBGE22

მიმღების ანგარიში:  GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას.  წესების დარღვევით წარდგენილი  ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას,  ღვინის  შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი  ჟიური.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება  მიღებული ნიმუშების რაოდენობით.

კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ ღვინის მფლობელს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინორომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ  მისი დაწურვის წლის  31 დეკემბრამდესრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე. 

სარეგისტრაციო_ფორმა_-_ქვევრის_ღვინის_საერთაშორისო_კონკურსი_2019


ჟიურის წევრები


პარტნიორები

ღვინის ეროვნული სააგენტო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • საკონტაქტო ინფორმაცია

სიახლეები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2019

13/05/2019

ასოციაცია “ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდება. კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ, წინა წელთან შედარებით 2018-ში კონკურსზე, 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძელესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ; კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელი ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.


სრულად